მარჯანიშვილის მეტროსთან გამართულ გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციაზე ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების, თქმით, გარევაჭრობით ირღვევა სანიტარული წესები, ქუჩებში დიზინტერია და სიბინძურეა. მოქალაქეებს პრეტენზია ჰქონდათ ასევე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ ლაშა ჩხარტიშვილთანაც. ისინი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის წახალისებას ლაშა ჩხარტიშვილი ხელს უწყობს.