ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა კერძო ბიზნესმენს ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში სამუშაოების დაწყების უფლებას არ აძლევს. ქალაქ ქუთაისის მერიის ნებართვით, სკვერში სწრაფი კვების ობიექტის დადგმა იგეგმება, რასაც მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მოსახლეობამ შემოვლებული მესერი დაანგრია და ქუჩაში გადმოყარა.