”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა.როგორც ”პალიტრანიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს ხვდებოდა, რა დროსაც შეკრებილებს ახალგაზრდების ჯგუფი მიუახლოვდა და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეძახილებით: ”ორგანოებით მოვაჭრე” მიმართეს.ხმაური სანდრა რულოვსის მხარდამჭერებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაჟინებული მოთხოვნით ახალგაზრდებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.