დაპირისპირება "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აქციაზე, სამართალდამცველებმა ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს - Palitra News

დაპირისპირება "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აქციაზე, სამართალდამცველებმა ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს

2019-04-18 15:04:03+04:00

"ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკი უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მათი მთავარი ლოზუნგია - "კლანი უნდა წავიდეს".

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. ერთმანეთს ჟურნალისტი ზაზა დავითაია და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც დავითაია პოლიციამ დააკავა. დავითაიას განცხადებით, შალვა შავგულიძე გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო, დღეს კი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას.