118-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, სოციალური ქსელის საშუალებით, სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. მშობლის მტკიცებით, სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს, მისმა შვილმა დაზიანებები მიიღო და მეოთხე დღეა, იაშვილის კლინიკაში იმყოფება, 118-ე საჯარო სკოლის დირექტორის გიული შენგელია თქმით ინციდენტი დაახლოებით სამი კვირის წინ, პირველი გაკვეთილის შემდგომ შესვენებაზე, მეხუთე კლასელებს შორის მოხდა, თუმცა კონფლიქტი მალევე ამოიწურა.