“ვისოლ ჯგუფმა” თბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის ქუჩის დასაწყისში, ამერიკული ბრენდის, „დანკინის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფo“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რაც “ვენდისა“ და „დანკინის“ ბრენდის ქვეშ მომუშავე 35 რესტორანს აერთიანებს. მომხმარებლები ამბობენ, რომ გამორჩეული ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის “დანკინი” შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ყავის პროდუქტების გარდა, “დანკინის” რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, და სხვა. კომპანიის ბრუნვის 25% კი ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის, რომლებიც თბილისში არსებულ დონატების ქარხანაში იწარმოება და დღეში ორჯერ მიეწოდება “დანკინის” რესტორნებს.