დანიურმა ბანკი მსოფლიოში პირველად, იპოთეკურ სესხებზე უარყოფით საპროცენტო განაკვეთს აწესებს. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.
კერძოდ, სახლის მფლობელთათვის გაიცემა იპოთეკური სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი წელიწადში -0.5% იქნება.
უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს იმას რომ მსესხებელი ბანკს იმაზე ნაკლებს უბრუნებს, რაც ისესხა.
დანიის მესამე უმსხვილესი Jyske Bank-ის განცხადებით, მსესხებლებს შეუძლიათ, ეს შეთავაზება 10-წლიანი იპოთეკისთვის გამოიყენონ. მეორე დანიური ბანკი Nordea კი მსესხებლებს 20-წლიან, ფიქსირებულ განაკვეთიან სესხებს შესთავაზებს, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 0% იქნება; მათივე 30-წლიანი იპოთეკის საპროცენტო განაკვეთი კი -0.5%.
როგორც Guardian-ი წერს, ახალი ინიციატივა სპეციალისტთა ნაწილმა პოზიტიურად შეაფასა, ნაწილი კი აცხადებს, რომ უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის დაწესების შემთხვევაში დეპოზიტარები ბანკებში ფულის შენახვის ინტერესს დაკარგავენ.