დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ი კუნძულ გრენლანდიაზე დანიის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ მეტე ფრედერიკსენმა გრენლანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს დანიაში ვიზიტს. რა დროსაც შესაძლოა სწორედ გრენლანდიის საკითხზეც იმსჯელონ. თუმცა, როგორც დანიის პრემიერმა აღნიშნა, მისი გრენლანდიაზე ჩასვლა დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ ვიზიტს არ ეხება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მან ამერიკის მიერ დანიისგან გრენლანდიის ყიდვის საკითხი განიხილა. აღნიშნულს მოგვიანებით დანიის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა და განაცხადა, რომ ეს აბსურდია და გრენლანდია არ იყიდება.