დანიის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს რომ შვედეთის საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს. ამის შესახებ მეტე ფრედერიკსენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გასულ კვირას დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ორი აფეთქება მოხდა. მომხდარში ბრალდებული ორი შვედი მამაკაცია. მათგან ერთი დააკავეს, მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული.
"ჩვენ არ უნდა გვქონდეს სიტუაცია, სადაც შენ შეგეძლება შვედეთიდან დანიაში გადმოხვიდე და ბომბი ჩვენი დედაქალაქის შუაგულში განათავსო", - განაცხადა დანიის პრემიერმა.
მისივე თქმით, სასაზღვრო კონტროლის სამიზნე იქნებიან კრიმინალები, და არა ჩვეულებრივი მგზავრები, რომლებიც მოგზაურობენ. შვედეთი და დანია ერთმანეთს ერესუნის ხიდით უკავშირდებიან. ორივე ქვეყანა ევროკავშირის და შენგენის ზონის წევრია.