იტალიელმა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. 36 წლის დე როსიმ არგენტინულ კლუბთან ერთსეზონიანი ხელშეკრულება ზაფხულში გააფორმა, მისი გაწყვეტა კი კლუბის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა. დე როსის მიმდინარე სეზონში ტრავმა ჰქონდა და მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ დე როსიმ თითქმის მთელი კარიერა "რომაში" გაატარა და შესაძლოა, ამავე კლუბის სტრუქტურაში დასაქმდეს.