დანიის პარლამენტის წევრი მეტე აბილდგრაადი სამსახურში 5 თვის ბავშვთან ერთად გამოცხადდა, თუმცა, მას უთხრეს რომ შვილი საპარლამენტო დარბაზიდან გაეყვანა. პარლამენტარის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან შვილის დატოვება მამასთან ვერ მოახერხა, რის გამოც იძულებული გახდა იგი თან წაეყვანა სამსახურში. დანიის პარლამენტის სპიკერმა მას უთხრა, რომ არ იყო ნებადართული ბავშვთან ერთდ სამსახურში გამოცხადება. "პარლამენტში უნდა იყვნენ პარლამენტარები და არა ბავშვები და ჩვილები", - განაცხადა სპიკერმა. მისივე თქმით, საჭიროა უფრო მკაფიო წესების გაწერა პარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ.მეტე აბილდგრაადმა ფეისბუქზე მოგვიანებით პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ მისი კოლეგები ამ დრომდე არაერთხელ გამოცხადებულან სამსახურში ბავშვით. აბილდგრაადი კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერია.