დანია და ნორვეგია იმ ევროპულ ქვეყნებს შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჯერჯერობით არ აცრიან.
იტალიის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წლამდე პირებს აცრიან. მათი განმარტებით, 55 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებული და ყველაზე დაუცველი მოქალაქეები, Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინით აიცრებიან. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამივე ქვეყანა ხანდაზმულთა ჯგუფებში ვაქცინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობას ასახელებს.
ცნობისათვის, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და შვედეთიც.