დანია მომავალ კვირას საბავშვო ბაღებს და დაწყებით სკოლებს გახნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მეთე ფრედერიქსენის თქმით, სკოლები 11 წლამდე ბავშვებისთვის გაიხსნება, რადგან ოჯახებს ტვირთი შეუმსუბუქონ. მისივე თქმით, ჯერჯერობით დახურული რჩება ბარები, რესტორნები, ეკლესიები, ბიბლიოთეკები და სავაჭრო ცენტრები. მათი გახსნა 10 მაისისთვის იგეგმება.
დანიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 4500-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსს 297 ადამიანი ესმხვერპლა.