როგორია კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად, არასამთავრობოებს დანაშაულის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია, ამ კუთხით არსებული ვითარება და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, სამინისტროს არანაირი ტექნიკური საშუალება არ აქვს, რომ დანაშაულის სტატისტიკა შეცვალონ, გააყალბოთ ან დამალონ.