მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ნათია თოფურიასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ადვოკატმა სააპელაციოში გაასაჩივრა.ნათია თოფურიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პირველმა ინსტანციამ პატიმრობა შეუფარდა. კახაბერ პაპავა ამ გადაწვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს.