03:22
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"დანაშაულის იმპერია" - პრემიერის დღესვე დაიმსახურა 7-მილიონიანი აუდიტორიის მოწონება, დღეს კი საუკეთესო დრამატული სერიალის ტიტულზე აქვს პრეტენზია
14-06-2019

სერიალი "დანაშაულის იმპერია", რომელმაც 2010 წელს, პრემიერის პირველ დღესვე 7-მილიონიანი აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა, დღეს უკვე ტელევიზიის ისტორიაში საუკეთესო დრამატული სერიალის ტიტულზე აცხადებს  პრეტენზიას, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ტელეკომპანია HBO მართლაც გრანდიოზულ პროექტს შეეჭიდა და არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზა სერიალების მოყვარულებს.

ტელენოველა ნელსონ ჯონსონის რომანის "ფიცარნაგის იმპერია: დაბადება, მმართველობის ხანა და კორუფცია ატლანტიკ-სითიში" მიხედვით შეიქმნა, რომელიც მართალია, მეტწილად ავტორის მიერ გამოგონილი ისტორიაა, მაგრამ მაინც რეალურად არსებული ადამიანების - გასული საუკუნის 20-იანი წლების განგსტერების ისტორიას აღწერს, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ენოჰ "ნაკი" ჯონსონი იყო. "ყოველთვის ძლიერ პიროვნებად ვთვლიდი ჯონსონს და დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ისტორიით ბევრი დაინტერესდებოდა, რადგან ის ერთადერთია, ვინც 1920-იანი წლების დასაწყისში ბრწყინვალედ შეძლო ორი აბსოლუტურად განსხვავებული როლის მორგება და ჯერ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რესპუბლიკური პარტიის წევრი, მერე კი, უძლიერესი კრიმინალური დაჯგუფის ლიდერი გახდა, - აღნიშნა ავტორმა, რომელმაც საკუთარი რომანის ტელევერსიად გადაკეთება კიდევ ერთი განგსტერული ტელესაგის "სოპრანოს კლანის" შემქმნელს ტერენს უინტერს ჩააბარა.

AutoPlay
კინომუსიკა - "ნოთინგ ჰილი", "სარკევ, სარკევ", "პინოქიო"
21-09-2019
ედვარდ ბერგერის "პატრიკ მელროუზი" - "მელროუზი გულისამაჩუყებელი და მიმზიდველი, აუტანელი და გამაღიზიანებელი პერსონაჟია, რომლის მორევა ბენედიქტ კამბერბეტჩს შეუძლია"
09-08-2019
კინომუსიკა: "როკი"; "ლედი და მაწანწალა"
03-08-2019
სერიალი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტები და ჩინელი ჩინოვნიკებიც კი დააინტერესა -"ოქროს გლობუსის" მფლობელი პოლიტიკური ტრილერი "ბანქოს სახლი"
02-08-2019
სერიალი, რომელიც 6 სეზონის მანძილზე 56-ჯერ იყო "ემის" პრემიაზე ნომინირებული - "სოპრანოს კლანმა" შექმნა ახალი ეპოქა და განსაზღვრა ე.წ. "ოქროს ხანა" HBO-ს ისტორიაში
26-07-2019
კინომუსიკა: "დედინაცვალი"; "მეფე ლომი"
20-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები