"დანაშაული არავის უნდა ეპატიოს, შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კორუფციის პირველ რიგში, პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, დანაშაულის აღკვეთა.