ფრენკ კასტელო არა უბრალოდ მორიგი ცნობილი განგსტერი, არამედ მე-20 საუკუნის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პერსონაა, რომელმაც იტალიის ღარიბი სოფლიდან შეერთებულ შტატებში ემიგრირებულმა, არა მხოლოდ რესპექტაბელური მეგობრების შეძენა მოახერხა, არამედ საკუთარი პოლიტიკური კავშირების წყალობით აზარტული თამაშების უმსხვილესი იმპერია დაიმორჩილა, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ კოლეგების პატივისცემისა და კონკურენტების რისხვასთან ერთად "დანაშაულებრივი სამყაროს პრემიერ-მინისტრის" ზედმეტსახელიც დაიმსახურა.