ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხეების მდგომარეობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებები არ წყდება. მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა იქ არსებული ვითარება "კატასტროფულად შეაფასა" და განაცხადა, რომ მიზანმიმართულად ხდება ხეების განადგურება შემდგომში მათი მოჭრის მიზნით, მას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სირცხვილია, როდესაც დეზინფორმაციით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".