"დამთავრდება თუ არა უხერხული ღიმილი" - პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს რომ მას ივანიშვილთან მუშაობა მოსწონდა. ამბობს რომ უცხოელ პარტნიორებს მისთვის არაერთხელ დაუსვამთ საკითხი თუ ვინ მართავს ქვეყანას და რა სახელმწიფო მოწყობაა საქართველოში. პრეზიდენტის აზრით, კითხვის ნიშნები, რომელიც მმართველობასთან დაკავშირებით არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ივანიშვილის პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნებით საბოლოოდ მოიხსნება.