ახალი ცხოვრების დაწყება - ვინ უნდა დაივიწყოს საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე სკანდალური თემები. პატრიარქის მდივანი საზოგადოებასა და მედიას ციანიდის საქმის ბურუსით მოცული თემების დრამატიზებისგან თავის შეკავებას სთხოვს. მამა მიქაელ ბოტკოველი მომხდარს წარსულს უწოდებს, რომელიც ისტორიას უნდა მიბარდეს. მედიის საშუალებით საქმის გარკვეული მასალების საპატრიარქოდან განზრახ გავრცელების საკითხს, მამა მიქაელი „სიბეცეს“ უწოდებს. პატრიარქის მდივნის განცხადებით, პროცესების დახურვა საპატრიარქოს ინტერესში არ შედიოდა და ის მხოლოდ სახელმწიფოს მოთხოვნა იყო.