აპირილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება.
"ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის ბოლო რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული", - განაცხადა გამყრელიძემ.
ინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს, რაც სოციალური დისტანცირებას გულისხმობს.