"მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წარდგენილ პირველად ვარიანტში, 2019 წლის თბილისის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. ბიუჯეტის პროექტი უკვე საკრებულოშია გადაგზავნილი. ოპოზიცია მის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ბიუჯეტში პრიორიტეტული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდა ასახული არ არის.