მთავრობამ ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი ანუ დასაქმებამდე და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობა დაამტკიცა.
კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებით, დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა. წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული.
რაც შეეხება, უკვე შემდგომ პერიოდულ შემოწმებებს, დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უტარდება წელიწადში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ.