საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალციხეში სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობის და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე იმართება. სკოლის მოსწავლეებიმა პრეზენტაციები გამართეს თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები". ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდნენ ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მთავარ სცენაზე მიმდინარეობს კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ. ზუსტად 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.