ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან დამოუკიდებელი ტუროპერატორების მძღოლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ერთდღიანი ტურებით მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, თუმცა ახლა ვერ ახერხებენ. მათივე ინფორმაციით, თურქულმა მხარემ მათ ტურისტების გადაყვანა შეუზღუდა. შეკრებილებმა თურქეთის გენერალურ კონსულს დახმარება სთხოვეს. აქციის მონაწილეებს საკონსულოდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.