დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხორბლის პირველი კომერციული პარტია შემოვიდა - ამის შესახებ ინფორმაციას, მწარმოებელთა ფედერაცია ავრცელებს. საუბარია, 30 ათას ტონა ამერიკულ სასურსათო მაღალხარისხიან ხორბალზე, რომელიც 2019 წლის დეკემბერში საქართველოში საზღვაო გზით შემოვიდა.
როგორც ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა. მათივე ცნობით, ეს ხორბალი მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ.
როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე.ფედერაციის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს წისქვილ-კომბინატების მიერ ამერიკული ხორბლის პირველი პარტიის გადამუშავება მიმდინარეობს და გამოშვებულმა ფქვილის ხარისხმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.