“დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” - სილიკონ ველში “ინტერნიუსი-საქართველოს“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.გამარჯვებულმა მონაწილეებმა აუდიტორიას პროექტები თავად გააცნეს. მედიაჰაკათონი მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მედიაწიგნიერების გაზრდას. პროექტმა საქართველოში ცხრა მედიასაშუალებას გაუზიარა პროექტის ფარგლებში დამზადებული მულტიმედიური კონტენტი, გადასცა მიკრო-გრანტები და დაეხმარა უნარ-ჩვევების განვითარებაში, ვებ-გვერდის გაუმჯობესებაში და აუდიტორიის გაზრდაში. მედიასაშუალებებმა ასევე მოამზადეს 200-მდე მულტიმედიური მასალა ვებტექნოლოგიური ფორმატების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა სასარგებლო ონლაინ პლატფორმები და ინსტრუმენტები ჟურნალისტებისთვის.