„პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელი კომისია“ ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. კერძოდ, კომისიის მიერ წარდგენილ შუალედურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთის ხელისულებას ჯანდაცვასთან დაკავშირებული ზომების გამკაცრება გასული წლის იანვარშივე შეეძლო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კი კომისია იმის გამო აკრიტიკებს, რომ ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 30 იანვრამდე არ გამოაცხადა.
“კოვიდ 19-ის მიმართ რეაგირების ადრეულ ეტაპზე გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყო პანდემიის,” - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში. კომისიაში შემავალი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეფორმების გატარებაა საჭირო.