დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა. განცხადებას ხელს 16 პირი აწერს. როგორც იურისტმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, მათი პრეზიდენტისადმი თხოვნაა, მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს.