ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც ნინო ქადაგიძეს უსმენენ, ფრაქციის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ნინო ქადაგიძე დაამტკიცოს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ქადაგიძის დანიშვნის გადაწყვეტილება უადგილო და არადროული იყო.