კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ასე ეხმაურება ქრთამის აღების ბრალდებით მერიის თანამშრომლის დაკავების ფაქტს საკრებულოს თავმჯდომარე. გიორგი ალიბეგაშვილის მტკიცებით, ოთარ აბესაძე საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად გარკვეული დროით იყო დანიშნული და მას უფლება მოსილების ვადა 6 ივნისს შეუჩერდა. მისივე თქმით, დედაქალაქის საკრებულოს სხვა სახის კავშირი აბესაძესთან არ ჰქონია და მიუხედავად ყველაფრისა დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს.