ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილოზებული იყო პოლიციაა. მოქალაქე ბუნა ხატოველის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის, ხატოველის სახლის გაქურდვით დაიწყო.