დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება: რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს - Palitra News

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება: რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

2018-04-13 15:13:05+04:00

პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, მისი ყოფილი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა,- ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დაკავებულ პირებს ბრალდება უკვე წარედგინათ და საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.