დამახსოვრების ყველაზე ეფექტურ მეთოდი ხატვაა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვატერლოოს უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე პრიმიტიული ჩანახატებიც კი ადამიანების მეხსიერებაზე მოქმედებს და განსაკუთრებით მოხუცებზე. ნეიროფიზიოლოგები აცხადებენ, რომ ხატვის დროს ტვინის სხვადასხვა ნაწილები აქტიურდება, რომელიც პასუხისმგებელია ვერბალურ, სემანტიკურ ვიზუალურ და ასევე მეხსიერების მოტორულ პროცესზე.ექსპერიმენტში მონაწილეობა 48 ადამიანმა მიიღო. ერთი ნაწილი 20 წლის იყო, ხოლო მეორე - 80-ის. მათ ნივთები ჩამოუთვალეს, რომლის დაწერას ან დახატვას შეძლებდნენ. რამდენიმე საათში მათ ჰკითხეს თუ რა ნივთები დახატეს თუ ჩაწერეს, აღმოჩნდა, რომ ნახატები უფრო კარგად ახსოვდათ.