ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იანვრის თვის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების გამო 1.25 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 20-დან 50 მილიონამდე ადამიანი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. ორგანიზაციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევათა 90% ნაკლებად განვითარებულ და დაბალ განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მსხვერპლთა დიდი ნაწილი 15-დან 44 წლამდეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამცავი ჩაფხუტი მოტოციკლეტებისა და ველოსიპედით მოძრავ ადამიანების დაღუპვის რისკს 40%-ით ამცირებს; ავტომობილებში ღვედის გამოყენება კი ავარიაში დაღუპვის რისკს 40-50%-ით ამცირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული გარდაცვალება მსოფლიოში სიკვდილიანობის მეშვიდე მიზეზი იქნება.