სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს დაქირავებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულებს. "საქსტატის" ცნობით, აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება.ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი 2017 წელთან შედარებით.