„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.