1-ლი მარტიდან საქართველოში პროდუქციის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება. საუბარია "ტექნიკურ რეგლამენტზე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე". რეგლამენტი პროდუქციის მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ეტიკეტზე უფრო ვრცელი და რეალური ინფორმაციის განთავსებას ავალდებულებს.
მათ შორის, ახალი წესით მწარმოებელი მომხმარებელს პროდუქციის შესახებ არარეალურ და გადაჭარბებულ წარმოდგენას ვეღარ შეუქმნის. ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, სურსათში შემავალი ალერგენების შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე სხვა ინგრედიენტების ჩამონათვალისგან უნდა გამოირჩეოდეს.
გარდა ამისა, ახალი წესით იკრძალება და დასჯადი ხდება დახლზე პირობითად ტარხუნას ლიმონათის განთავსება, რომელსაც ეტიკეტზე ტარხუნა ახატია, მაგრამ მის ექსტრაქტზეა დამზადებული.