04:04
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დაკავებულმა დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, სადაც ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს ახდენდა - უკანონოდ ჩათვლილი დღგ მილიონ ლარს აღემატება
21-05-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ამ ეტაპისათვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 200 000 ლარს  აღემატება. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოს მასშტაბით დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს,  რა დროსაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება, რომლითაც შემდგომში იფარებოდა ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები. 

AutoPlay
აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"მაკო! მაკო! მაკო!" - აქციის მონაწილეები 18 წლის მაია გომურის სახელს სკანდირებენ, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას ბიუსტს ცალი თვალი წითელი ლენტით აუხვიეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ქუთაისში აქცია "დაუსიგნალე გახარიას" გაიმართა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
პეტრო პოროშენკო უკრაინელებს მოუწოდებს, დასასვენებლად საქართველოში გაემგზავრონ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები