რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ სააპელაციო საჩივარი გაიწვია. ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ბექა ბასილაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრია. გასულ სხდომაზე, მან მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც, ვიდრე 20 ივნისს დაკავებული ყველა პირი არ გათავისუფლდება, მანამდე მისი საჩივრის განხილვა უნდა გადადებულიყო. მოსამართლე ლევან მურუსიძემ ბასილაიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 25 ივნისის 11:00 საათამდე გადადო.