შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრაზილიის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული პირი თბილისში აიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრაზილიის მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.