დაკავებული ტაეკვანდოს მწვრთნელების ახლობლები და მეგობრები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით ფოთის პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი. შეგახსენებთ, ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი ტაეკვონდოს მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრს, გიორგი აბულაძეს შორის დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.