დღეის მდგომარეობით, ფაქტი ამგვარია - გიორგი ქებურიას დაკავება მის მიერ პოლიციელის გაშარჟების გამო მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული რეპერის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თბილისის პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების საკითხი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და აღკვეთ ღონისძიებას შეცვლის.ადვოკატი შესაბამისი სხდომის დანიშვნას სასამართლოში ხვალ, ან ზეგისთვის ელის.”გამოძიება დაწყებულია შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ფაქტზე. გამოძიების პროცესში ქებურია მოწმის სახით დაიკითხა. მან სრულად მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, ისაუბრა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დაკავების პროცედურებზე და დაკავების პროცესის ტექნიკურ ხასიათებზე. მთავარი გახლავთ ის, რომ მან გარკვეული პერიოდი ფსიქოლოგიური ზეწოლის და პოლიციის მხრიდან აგრესიული და ცინიკური დამოკიდებულების პირობებში გაძლო”, - აღნიშნა ადვოკატმა.