დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ქობულეთში, დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან, "ტოიოტას", "შკოდას" და "ფორდის" მარკის ავტომობილების გადაადგილება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს შემდეგ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც აღნიშნული მანქანებით მოძრაობენ.
დაენიშნა თუ არა დაკავებული დეკანოზის ოჯახს სახელმწიდო დაცვა, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ საუბრობს. პალიტრანიუსი მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა მათი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და კომენტარს ვერ გააკეთებენ.