თორნიკე მამალაძე პატრიარქს სთხოვს, დაკავებულ დეკანოზს შეხვდეს. გიორგი მამალაძის ძმის მტკიცებით, მამა კახაბერს მან თავიდანვე მისწერა, რომ სურდა პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატებთან ერთად. როგორც მან განაცხადა, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა ამის საპასუხოდ განუცხადა, რომ გადასცემდა პატრიარქს მოთხოვნას, მოგვიანებით კი, დაუკავშირდა და უთხრა, რომ პატრიარქი მზად იყო შესახვედრად. დეკანოზის ძმას აინტერესებს რატომ შეცვალა პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ დეკანოზთან მიმართებით პოზიცია. ის ასევე იშუამდგომლებს, რომ პატრიარქი მამა გიორგის შეხვდეს.