მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე - დეკანოზის დედა საკითხს ეხმაურება. ქეთევან მაღლაკელიძის განმარტებით, ის ოჯახზე რაიმე სახის ზეწოლას ვერ გრძნობს, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად ოჯახში სამართალდამცველები ამ დრომდე არ მისულან. ადვოკატი დეკანოზის სკანდალური ჩვენებიდან გამომდინარე, მთავარი პროკურატურისგან კვლავ ითხოვს მამალაძეების ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.