დაკავებული დეკანოზის ახალი ადვოკატი - პროკურატურას გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი არ მოვუწერე ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას და მის სიტყვას, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მამა გიორგის ინტერესების დამცველები სრულად იზიარებენ პრეზიდენტის განცხადებას, რომ დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია.