სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა. დაკავებულები არიან თიანეთის მუნიციპალიტეტის თანმშრომლები ასევე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა 123 240 ლარი მიითვისეს.