დაკავებულებს შორის "კანონიერი ქურდის" ლაშა შუშანაშვილის ძმის ცოლია- სპეცოპერაცია ქართული მაფიის წინააღმდეგ ესპანეთში - Palitra News

დაკავებულებს შორის "კანონიერი ქურდის" ლაშა შუშანაშვილის ძმის ცოლია- სპეცოპერაცია ქართული მაფიის წინააღმდეგ ესპანეთში

2017-11-29 16:04:03+04:00

ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლია, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა La Vanguardia იუწყება. მათივე ინფორმაციით, დღეს დილიდან ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში და მადრიდში ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში 16 პირია დაკავებული.

იხილეთ: ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია ესპანეთში: მადრიდსა და კატალონიაში პოლიციის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ